დღის ახალი ამბები

„ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ – მაისურის წინა მხარეს გერბი გვახატია, უკანა მხარეს კი გვარები გვაწერია“ – ბუდუ ზივზივაძე

„ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ – მაისურის წინა მხარეს გერბი გვახატია, უკანა მხარეს კი გვარები გვაწერია“ – ბუდუ ზივზივაძე
12-06-2024, 08:55

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიული მომენტისთვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველად წარსადგენად ემზადება – ფეხბურთელები უკვე ჩაფრინდნენ გერმანიაში, სადაც ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს.

გერმანიაში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა „ეროვნულ ნაკრებთან“ ინტერვიუებში საკუთარ ემოციებზე, საბრძოლო შემართებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

„ვიაზრებთ, თუ რამხელა ჩემპიონატზე ვითამაშებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავაფიქსიროთ.

ფორმა იმიტომ გვაცვია, რომ [მაისურის] წინა მხარეს გერბი გვახატია და უკანა მხარეს ჩვენი გვარი გვაწერია – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ“, – ამბობს ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.




გაზიარება
მოინახულეს 504-ჯერ
კომენტარები
რეკლამა