დღის ახალი ამბები

რა წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს კვარაცხელიას გერმანიაში ?

რა წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს კვარაცხელიას გერმანიაში ?
6-07-2024, 16:52



იტალიური გამოცემა TuttoSport წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გერმანიაში ყიფნისას ნაპოლის წარმომადგენლებმა ახალი შეთავაზება გაუკეთეს.

საუბარია 5.5 მილიონ ევროზე, რასაც დაემატება ბონუსებიც და კვარაცხელია ნაპოლიში დარჩენის შემთხვევაში ანაზღაურების სახით დაახლოებით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

ამით კი ნაპოლი და დე ლაურენტისი დათმობაზე მიდიან და ხვიჩას იმ მაქსიმალურ ანაზღაურებას სთავაზობენ, რისი გადახდაც ამ ეტაპზე გუნდს შეუძლია.

თავის მხრივ “პსჟ” კვარაცხელიას 9 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით და დამატებით ბონუსებით 2 მილიონ ევროსაც. (ჯამში 11 მილიონი ევრო)

წყარო: pnews.ge





ნაპოლი კვარა კვარაცხელია ხვიჩა ხვიჩა კვარაცხელია kvara khvaratskhelia
გაზიარება
მოინახულეს 1 128-ჯერ
კომენტარები
რეკლამა