ქართველი გულშემატკივარი მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას მორიგ შეხვედრებს დიდი ინტერესით ელოდება.
18 თებერვალი ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.
ამავე დღეს სუპერმსუბუქ წონაში ასევე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი, მისი მეტოქე UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჰენრი სეხუდოა. მერაბი ბრძოლას ზედიზედ ცხრა გამარჯვებით ხვდება და თუ კვლავ მოიგებს, დიდი ალბათობით, მისი შემდეგი დაპირისპირება საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
აღსანიშნავია, რომ UFC-ის მორიგი ივენთი საქართველოს დროით 18 თებერვალს დილით 07:00 საათზე დაიწყება და ტრანსლაცია სეტანტა სპორტზე იქნება.
როდის გაიმართება მერაბის და ილიას ბრძოლები და სად შეგვეძლება მათი ყურება ?
17-02-2024, 07:04
გაზიარება
მოინახულეს 1 937-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
534
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
202
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
346
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
932
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად