დღის ახალი ამბები

"დვალიშვილი ძლიერია მაგრამ.." - რა განცხადებას აკეთებს მერაბ დვალიშვილის მეტოქე ?

"დვალიშვილი ძლიერია მაგრამ.." - რა განცხადებას აკეთებს მერაბ დვალიშვილის მეტოქე ?

 მარლონ მორაესმა მერაბ დვალიშვილთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა. 33 წლის ბრაზილიელმა აღიარა, რომ მერაბთან რთული ჯახი ელის, მაგრამ დასძინა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულია და სჯერა, გაიმარჯვებს.

„ჩემი კარიერის განმავლობაში მხოლოდ საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ მიჩხუბია და ჩემი მიზანი უმაღლესი დონის მეტოქეებთან დაპირისპირებაა. მერაბი არის ბიჭი, რომელიც ყველა კომპონენტში ძლიერია. დვალიშვილი კარგად ჭიდაობს, პარტერში შესანიშნავად გამოიყურება, დგომში დარტყმების განხორციელება შეუძლია, ლამაზი თეიქდაუნები აქვს და თეიქდაუნების რეკორდიც ეკუთვნის, თუმცა ვფიქრობ, ჩემთვის კარგია პარტერში სწრაფად თუ გადამიყვანს.

ჩემი მიზანი ოქტაგონზე გასვლა და დომინირებაა. მინდა, ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია და დარწმუნებული ვარ, მერაბს დავანოკაუტებ. დვალიშვილი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ საკუთარი თავისა და ჩემი პოტენციალის მჯერა. ვიცი, რა გამოწვევის წინაშე ვდგავარ. მერაბი აქ შემთხვევით არაა და მან რთული მეტოქეები დაამარცხა, თუმცა გასამარჯვებლად ყველაფერი მაქვს და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევ. ზოგჯერ, მებრძოლები დაუდევრად ჩხუბობენ და შეცდომებს უშვებენ და ვფიქრობ, როგორც დგომში, ისე პარტერში ამას მის წინააღმდეგ აუცილებლად გამოვიყენებ.

თავს მშვენივრად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი, გავაკეთო ის, რისი კეთებაც ძალიან მიყვარს. მერაბი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ მეც მის დონეზე ვარ და ვნახოთ, საუკეთესო ვინ იქნება. მე ვარ ბიჭი, რომელიც ბევრს ვარჯიშობს, წინ მიდის და მსურს, რომ ჩემი პროგრესი ხალხს ვაჩვენო“.




გაზიარება
მოინახულეს 1 947-ჯერ
კომენტარები
რეკლამა