დღის ახალი ამბები

"არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელიც საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედლის მფლობელია

"არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელიც საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედლის მფლობელია
4-09-2023, 07:37
---

წინა ოლიმპიადაზე  ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ძი­უ­დო­ის­ტმა, ლუკა მხე­ი­ძემ საფრანგეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ლუკა მხე­ი­ძე 60 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის ას­პა­რე­ზობ­და. მან სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ჯინ ვონ კიმი იპო­ნით და­ა­მარ­ცხა და ოლიმ­პი­ურ კვარ­ცხლბეკ­ზე ავი­და. 25 წლის ძი­უ­დო­ის­ტი უკვე მე-6 წე­ლია საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დამ­დე მისი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა ევ­რო­პის 2021 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ლი­სა­ბონ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლი იყო.

ლუკა მხე­ი­ძე, 1996 წლის 5 იან­ვარს, თბი­ლის­ში, და­ი­ბა­და. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ჩემ­პი­ონ­მა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო 2009 წელს, 12 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა. რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, 2010 წელს პა­რიზ­ში ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სით თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვეს. საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ლუ­კამ 2015 წელს მი­ი­ღო.

2018 წელს იგი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში რუ­სე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სპორ­ტსმენ­მა რო­ბერტ მშვი­დო­ბა­ძემ სძლია. 2021 წელს ლუკა მხე­ი­ძემ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 60 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, ეს­პა­ნე­ლი ფრან­სის­კო გა­რი­გო­სი და­ა­მარ­ცხა.

საფ­რან­გე­თი ზა­ფხუ­ლის 32-ე ოლიმ­პი­ა­და­ზე ტო­კი­ო­ში 398 სპორ­ტსმე­ნი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ქარ­თვე­ლი ლუკა მხე­ი­ძე პირ­ვე­ლი მათ­გა­ნია, ვინც ფრან­გებს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

ლუკა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. მას სამი და ყავს. მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი და საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და.

ვეკო მხე­ი­ძე ლუკას უფრო და:

"ლუკა ყო­ველ­თვის ამა­ყობს თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბით, რად­გან სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ე­ყა­რა ფეს­ვე­ბი მის კა­რი­ე­რას. სამ­შობ­ლო­ში ჰყავს ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი და მისი ოჯა­ხის ნა­წი­ლიც ისევ იქ ცხოვ­რობს. ისი­ნი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მას წარ­მო­უდ­გე­ნი­ლი შრო­მის ფა­სად და­უჯ­და ამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით ჭი­და­ობ­და, საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ი­წყო.

გა­და­ლა­ხა ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი. 2015 წელს, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის და სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში და უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო სპორ­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით.
დღეს, რო­გორ საფ­რან­გე­თი, ისე სა­ქარ­თვე­ლო ამა­ყობს მისი წარ­მა­ტე­ბით, იღებს მო­ლოც­ვებს ორი­ვე ქვეყ­ნი­დან. მას არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი და ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბას." 




გაზიარება
მოინახულეს 1 886-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. "არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა?
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა