საფრანგეთის ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა ზაფხულის სატრანსფერო პრიორიტეტების სიაში შეიყვანა. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბი სერიოზულ დაინტერესებას იჩენს 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ და განიხილავს მისი შეძენის შესაძლებლობას.
კამავინგას ამჟამინდელი მდგომარეობა „რეალში“ არ არის მყარი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგის უნივერსალიზმსა და და პოტენციალს მაღალი შეფასება აქვს, კამავინგა აღარ მიიჩნევა მადრიდულ კლუბში შეუცვლელ ფეხბურთელად. „რეალი“ არ იქნება მისი გაყიდვის წინააღმდეგი, თუ რომელიმე კლუბისგან სარფიან წინადადებას მიიღებს.
„რეალმა“ 2021 წლის ზაფხულში 31 მილიონი ევრო გადაუხადა „რენს“ ნახევარმცველის სანაცვლოდ. კამავინგას მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
წყარო: 1tv.ge-sport
