„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს კლუბის პერსონალი, რომელსაც გუნდის მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
გავრცელბული ცნობით, გასული წლის 31 მაისს, მიუნხენში გამართულ ფინალზე „ინტერის“ წინააღმდეგ, პსჟ-მ დაახლოებით 700 თანამშრომელი მიიწვია. კლუბმა მათ მგზავრობის ხარჯები სრულად დაუფარა და საშუალება მისცა, ისტორიული მატჩი სტადიონიდან ენახათ.
2025 წელს თითოეულმა თანამშრომელმა 4 500 ევროს პრემია მიიღო, ხოლო 2026 წლის მარტში დამატებით 640 ევრო დაერიცხათ. საბოლოოდ, ბონუსების საერთო ოდენობამ ერთ თანამშრომელზე 5 000 ევროს გადააჭარბა.
კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიქტორიანო მელერომ აღნიშნა, რომ ეს წარმატება მთლიანად გუნდის შრომის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ერთად, საერთო ჯამში 837 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო.
წყარო: 1tv.ge-sport
