დღის ახალი ამბები

“მას შემდეგ რაც კვარაცხელია პსჟ-ში გადავიდა…” – რა გაამხილა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ?

“მას შემდეგ რაც კვარაცხელია პსჟ-ში გადავიდა…” – რა გაამხილა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ?


Yesterday, 19:41

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ამჟამად „გალათასარაიში“ თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ოსიმენს ჰკითხეს, ვინ არის საუკეთესო თანაგუნდელი, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, რომელიც ოდესმე ჰყოლია და ნიგერიელმა „კვარა“ გამოარჩია.


„ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ტოპ დონეზეა. გასახდელში მეგობრულია და როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, განსაკუთრებულია. შესანიშნავი ადამიანია. როდესაც ნაპოლიში გადმოვიდა, ვამბობდი: „ინშალა, მომავალში მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.“ ამის გაკეთება მართლა შეუძლია.


პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგაც შევინარჩუნეთ კონტაქტი და ერთმანეთს ხშირად ვუკავშირდებით. ყოველთვის ვულოცავ, როდესაც წარმატებას აღწევს და ისიც იმავეს აკეთებს. ამ მომენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. ამაში ვერავინ შემეკამათება და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.“


წყარო: pnews.ge




  • ხვიჩა კვარაცხელია, კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ოსიმენი, პსჟ, ნაპოლი, kvara, კვარა, kvaraskhelia, kvaradona
    გაზიარება
    მოინახულეს 13-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. “როგორი ურთიერთობა მაქვს კვარასთან ? როცა პარიზში გადავიდა ეს ვუთხარი..” – ვიქტორ ოსიმენის ბევრისთვის წარმოუდგენელი სიტყვები კვარაცხელიაზე
    2. თვლის თუ არა თავს კვარაცხელია იტალიის ჩემპიონადაც ? – რას ამბობს ხვიჩა ნაპოლის წლევანდელ ტრიუმფზე
    3. „კვარაცხელია თავს ვარსკვლავივით გრძნობდა, მაგრამ ვარსკვლავი არ ყოფილა და ვერც მომავალში გახდება… კვარა შესანიშნავი მოთამაშე საერთოდ არაა” – რატომ აკრიტიკებს ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიას ?
    4. ვიქტორ ოსიმენმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
    5.  „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სიაში ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი გრძელდება
    რეკლამა