დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას ძმის შესახებ ახალი ინფომრაცია ვრცელდება – რა შთაბეჭდილება დაუტოვა სინჯებზე თორნიკემ მიუნხენის ბაიერნის წარმომადგენლებს ?

ხვიჩა კვარაცხელიას ძმის შესახებ ახალი ინფომრაცია ვრცელდება – რა შთაბეჭდილება დაუტოვა სინჯებზე თორნიკემ მიუნხენის ბაიერნის წარმომადგენლებს ?



გერმანელმა ჟურნალისტებმა, ფილიპ კესლერმა და მანუელ ბონკემ, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმასთან, თორნიკესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს. მათი ცნობით, 16 წლის ქართველი ფეხბურთელი „ბაიერნში“ სინჯებზე იმყოფებოდა და „რეკორდმაისტერის“ ახალგაზრდულ გუნდშიც ითამაშა.


„ბაიერნის“ 17-წლამდე გუნდი კლუბის ლეგენდის, კლაუს აუგენთალერის „გლობალურ აკადემიას“ დაუპირისპირდა. ქართველ მარცხენა გარემარბს მიუნხენელთა მთავარი სკაუტი, ნილს შმადტკე აკვირდებოდა. კვარაცხელიამ შთამბეჭდავი ტექნიკური უნარები გამოავლინა, ფიზიკური მომზადებისა და ინტენსივობის კუთხით კი მომატება შეუძლია. მთლიანობაში, მან სინჯებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 3:1 მოგებულ შეხვედრაში ეფექტური გოლიც გაიტანა. საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ კვარაცხელიას მიუნხენში გადასვლა მხოლოდ 18 წლის ასაკში შეუძლია.


შესაძლებელია, ტრანსფერის შემთხვევაში, მან 18 წლამდე პერიოდი იჯარის წესით, „ბაიერნთან“ დაახლოებულ კლუბში გაატაროს. 2018 წელს „რეკორდმაისტერში“ სინჯებზე მისი უფროსი ძმა, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა და ტრანსფერი მსგავსი მიზეზების გამო ჩაიშალა. „ბაიერნს“ მისი გაფორმება ძალიან უნდოდა, მაგრამ მაშინ ხვიჩა 16 წლის იყო და კლუბმა ვერ იპოვა გუნდი, რომელშიც მას გაანათხოვრებდა. თორნიკემ წუხანდელ მატჩს „ალიანც არენას“ ტრიბუნებიდან ადევნა თვალი. თუ „ბაიერნი“ გამონახავს გზას, რომ ის პარტნიორი კლუბების მეშვეობით გააფორმოს, თეორიულად, მას გუნდთან შეერთება 18 წლის შესრულებისთანავე შეეძლება.

წყარო : Crystalsport.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 485-ჯერ
    რეკლამა