დღის ახალი ამბები

რას იზავს დე ლაურენტისი ? - პრეზიდენტის შეიძლება კვარაცხელია "დაჩაგროს"

რას იზავს დე ლაურენტისი ? - პრეზიდენტის შეიძლება კვარაცხელია "დაჩაგროს"


7-05-2025, 05:08

Spazionapoli წერს, რომ „ნაპოლი“ მეოთხე სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოსაა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იანვარში პსჟ-ში გადავიდა, შეიძლება იტალიის ჩემპიონად არ აღიარონ, რაც ნამდვილი პარადოქსი იქნება.

 


კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნახევარში  1187 წუთი ითამაშა, 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, საერთო ჯამში ჯაკომო რასპადორიზე მეტი სათამაშო დრო აქვს (863 წუთი, 5 გოლი და 1 საგოლე პასი), თუმცა ბიუროკრატიული მიზეზების გამო, არაა გამორიცხული, ოქროს მედალი არ გადასცენ, რადგან გუნდში დარეგისტრირებული და მოქმედი ფეხბურთელი არ არის. 

 


„ახლა ყველაფერი მხოლოდ „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული, ვინაიდან სერია A-ს რეგულაციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საკითხი კლუბის გადასაწყვეტია. ვიცით რა „კვარას“ მიმართ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის დამოკიდებულება, ეს მართლაც რთული, თუ არა შეუძლებელია“, - წერს გამოცემა.


წყარო: sportall.ge





გაზიარება
მოინახულეს 2 523-ჯერ
კომენტარები
რეკლამა