დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის“ რეიტინგში დაწინაურდა

ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის“ რეიტინგში დაწინაურდა


21-05-2025, 08:45

2025 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიას მე-7 ადგილზე დაწინაურებას ინგლისური გამოცემა Football 365 გამოეხმაურა.

„კვარაცხელიამ „ნაპოლიდან“ გადასვლის შემდეგ თავი ბრწყინვალედ გამოავლინა და ფრანგულ კლუბს კიდევ ერთ ჩემპიონობაში დაეხმარა. რაც მთავარია, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და დიდი ხნის ნანატრი ტიტულის მოგების შანსი აქვს. კვარაცხელიას შეუძლია სეზონი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტულით დაასრულოს“, – ასე ახასიათებს გამოცემა საქართველოს ნაკრების ლიდერს.

„ოქროს ბურთის“ პრედედენტების სია ასე გამოიყურება:

1. უსმან დემბელე (პსჟ);

2. ლამინე იამალი („ბარსელონა“);

3. რაფინია („ბარსელონა“);

4-5. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“);

4-5. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ);

6. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“);

7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ);

8-9. პედრი („ბარსელონა“);

8-9. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)’

10. დეზირე დუე (პსჟ).




kvara, კვარა, კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია, ხვიჩა
გაზიარება
მოინახულეს 479-ჯერ
კომენტარები
რეკლამა