მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ში" გადავიდა, ყველაფერი მართლაც იდეალურად განვითარდა, ლუის ენრიკეს ხემძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელმა სამივე ტიტულის მოგება შეძლო , თანაც ისე რომ გუნდში უდავოდ წამყვანი როლი აქვს,
აღსანიშნავია, რომ "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელი კვარაცხელიას ჯერ კიდევ 2021 წელს აქებდა, მაშინ ენრიკე ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა და საქართველოს ნაკრებს ხვდებოდა, ხვიჩა კი "რუბინის" ფეხბურთელი იყო.
"ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ეტყობა, რომ უკვე მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, ის დიდებული ტალანტია. თუ ასე გააგრძელებს, სავარაუდოდ, მას ძალიან დიდი კარიერა ექნება" - განაცხადა წლების წინ ესპანელმა სპეციალისტმა.
მართლაც ფაქტია ლუის ენრიკეს შეფასება ზუსტი და სწორი გამოვიდა, ხვიჩა კვარაცხელიამ 24 წლის ასაკში უკვე დაწერა საკუთარი ისტორია ოქროს ასოებით, ის იტალიის ორ გზის, საფრანგეთის ერთ გზის და ჩემპიონთა ლიგის ერთ გზის გამარჯვებულია, ეს ყველაფერი კი ჯერ დასაწყისია.



