დღის ახალი ამბები

Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა კვარა

Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა კვარა


3-06-2025, 06:17

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალის შემდეგ, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 გაანადგურა, Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა.


ხვიჩა კვარაცხელიას ისევ წინსვლა აქვს და მე-11 პოზიციიდან, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.


პსჟ-ის ქართველმა გარემარბმა ჰარი კეინს, პედრის, აშრაფ ჰაკიმისა და რობერტ ლევანდოვსკის გადაუსწრო.


„კვარა“ მხოლოდ დეზირე დუეს, კილიან მბაპეს, მოჰამედ სალაჰს, რაფინიას, ლამინ იამალსა და უსმან დემბელეს ჩამორჩება.


„კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის, პარი „სენ-ჟერმენისა“ და „ნაპოლის“ ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევროტურნირზე, კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგვთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში, ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარა ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება“, - წერს Goal-ი.


წყარო: primetime.ge




  • kvara, kvaraskthelia, კვარა, კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია
    გაზიარება
    მოინახულეს 391-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა – რომელ ადგილზეა კვარაცხელია ამ დროისათვის სიაში ?
    2. ტოპ 5-მდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი! - ხვიჩა კვარაცხელიას წარმოუდგენელი პროგრესი
    3. ფინალის შემდეგ ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა და ქართველს დიდი პროგრესი აქვს – რომელ ადგილზეა კვარაცხელია ათეულში ?
    4. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები – რომელ პოზიციაზე გადაინაცვლა სიაში მიქაუტაძემ სომხეთთან დუბლის შემდეგ და ვინ იმყოფებიან ტოპ 10-ში?
    5. “იმედია კონტემ პსჟ-ასტონ ვილას მატჩს არ უყურა…” – რას ამბობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაცელიას ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ?
    რეკლამა