დღის ახალი ამბები

"პსჟ" - "ატლეტიკო" სავარაუდო შემადგენლობები

"პსჟ" - "ატლეტიკო" სავარაუდო შემადგენლობები


15-06-2025, 10:24

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


პარიზელებმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ორი კვირის წინ მოიგეს და მალევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს.


ტრავმის გამო ესპანური გუნდის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი უსმან დემბელე. დანაკლისი არ აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“.


„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატლეტიკოს“ გარდა, B ჯგუფში ბრაზილიური „ბოტაფოგო“ და ამერიკული „სიეტლ სანდერსი“ გამოვლენ. მათი შეხვედრა 16 ივნისს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.


გუნდების სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია :


"პსჟ" :  დონარუმა , ჰაკიმი , მარკინიოსი , პაჩო, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია , ფაბიან რუისი, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია და ბარკოლა


"ატლეტიკო" : ობლაკი, ლორენტე, ლე ნორმანი ,  ხიმენესი, ხავი გალანი, ხულიან სიმეონე, კალაჰერი , დე პაული , კოკე, ხულიან ალვარესი და გრიზმანი






  • გაზიარება
    მოინახულეს 2 138-ჯერ
    რეკლამა