მადრიდის „რეალთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
„მადრიდის „რეალი“ არა მხოლოდ ერთი გამორჩეული მოთამაშით, არამედ მთლიანად მაღალი კლასის გუნდით გამოირჩევა. თითოეულ ფეხბურთელს პატივისცემა ეკუთვნის და სწორედ ასე ვუდგებით ამ მატჩს — სრული კონცენტრაციით ჩვენს თამაშზე.
რაც შეეხება მბაპეს სათადარიგოთა სკამზე ნახვას — რთული სათქმელია. ის ამ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და, ცხადია, მისი ყოფნა „რეალის“ შემადგენლობაში მათ კიდევ უფრო აძლიერებს
.
მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურად გამორჩეული მოთამაშეები ჰყავთ, პირველ რიგში, ეს არის ძლიერი კოლექტივი, რომელიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერ მეტოქეს დავუპირისპირდეთ — მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჩვენს წინაშე“, — განაცხადა კვარაცხელიამ.
რეალი, მადრიდის რეალი, პსჟ, კვარა, kvara, kvaraskhelia, ხვიჩა კვარაცხელია, კვარაცხელია



