დღის ახალი ამბები

ძირითადში მამარდაშვილი იქნება - რატომ დატოვა ალისონმა გუნდი

ძირითადში მამარდაშვილი იქნება - რატომ დატოვა ალისონმა გუნდი


30-07-2025, 11:24

ალისონ ბეკერმა იაპონიაში „ლივერპულის“ შეკრება დატოვა და გუნდს აზიური ტურნედან დაბრუნების შემდეგ ინგლისში შეუერთდება, „იოკოჰამასთან“ ძირითად შემადგენლობაში კი, სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს – ინფორმაციას გამოცემა This Is Anfield-ი ავრცელებს.


„ტოკიოში „იოკოჰამასთან“ მეორე ამხანაგურ მატჩამდე ალისონ ბეკერმა პირადი მიზეზების გამო „ლივერპულის“ შეკრება დატოვა და გუნდს კვირის ბოლოს ინგლისში შეუერთდება.


არნე სლოტმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ტოკიოში ავარჯიშა. მეკარეთა ჯგუფში გიორგი მამარდაშვილი, ფრედი ვუდმენი, ახალგაზრდა არმინ პეჩი და კორნელ მისკური ემზადებოდნენ.


30 ივლისს მერსისაიდელები იაპონიის J1 ლიგის „იოკოჰამასთან“ ამხანაგურ მატჩს გამართვენ და სასტარტო შემადგენლობაში, სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილი იქნება. ალისონი მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც ლივერპულის შეკრება დატოვა, ჯო გომესისა (ტრავმა) და ლუის დიასის შემდეგ, რომელიც კარიერას მიუნხენი „ბაიერნში“ გააგრძელებს“, – წერს გამოცემა.


„იოკოჰამასა“ და „ლივერპულის“ ამხანაგურ მატჩი 30 ივლისს 14:30 საათზე დაიწყება. მერე კი გუნდი ინგლისში დაბრუნდება და 4 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბილბაოს „ატლეტიკთან“ – მატჩები 20:00 და 23:00 საათზე დაიწყება.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 439-ჯერ
    რეკლამა