დღის ახალი ამბები

ცუდი ამბები "პსჟ-ს" ირგვლივ

ცუდი ამბები "პსჟ-ს" ირგვლივ


10-09-2025, 05:54

 სანაკრებო პაუზა უკვე დასრულდა და ფეხბურთელებმა თავიან გუნდებში გაანახლეს ვარჯიში , რამდენიმე დღეში კი ქვეყნის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.


საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "პსჟ" საკუთარ მოედანზე "ლანს" დაუპირისპირდება, აღნიშნულ მატჩს პარიზული გუნდი საკმაოდ მძიმე ინფორმაციით ხვდება, გუნდს ერთბაშად ორი წამყავანი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გამოკლდა.


როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ლუის ენრიკე ველოსიპედიდან გადმოვარდა და საოპერაციო გახდა, სანაკრებო მატჩების დროს კი ტრავმები უსმან დემბელემ და დეზირე დუემ მიიღეს. 


დეზირე დუე დაახლოებით 10 დღეს ან უფრო ნაკლებს იუქმებს, დემბელეს სიტუცია კი უფორ მძიმეა , ის დაახლოებით 6 ვერ დაეხმარება თავის გუნდს.


ასეთ დროს აშკარაა, რომ "პსჟ-ს" ლიდერობა საკუთარ თავაზე ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა აიღოს, რომელმაც სანაკრებო მატჩებში თავი მშვენივრად წარმოაჩინა და გოლი როგორც თურქეთთან, ასევე ბულგარეთთან შეხვედრაში გაიტანა.




  • პსჟ, უსმან დემბელე, დემბელე, დეზირე დუე, დუე, ხვიჩა კვარაცხელია, კვარა, კვარაცხელია, kvara, ლუის ენრიკე, psg
    გაზიარება
    მოინახულეს 2 663-ჯერ
    რეკლამა