დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი მიღწევა

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი მიღწევა


Yesterday, 17:19

მსოფლიო ფეხბურთის მართველმა ორგანიზაციამ, ფიფა-მ 2025 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის კანდიდატი თავდამსხმელები დაასახელა.


ნომინანტთა შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გუნდთან ერთად 2025 წელს ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და უეფა-ს სუპერთასი მოიგო.


წლის საუკეთესო თავდამსხმელის ნომინანტები:

სალემ ალ-დაუსარი (საუდის არაბეთი, „ალ ჰილალი“), ბრედლი ბარკოლა (საფრანგეთი, „პარი სენ-ჟერმენი“), უსმან დემბელე (საფრანგეთი, „პარი სენ-ჟერმენი“), დეზირე დუე (საფრანგეთი, „პარი სენ-ჟერმენი“), სერუ გირასი (გვინეა, „შტუტგარტი“), ვიქტორ იოკერესი (შვედეთი, „სპორტინგი“), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, „მანჩესტერ სიტი“), ბრუნო ენრიკე (ბრაზილია, „ფლამენგო“), ალექსანდერ ისაკი (შვედეთი, „ნიუკასლი“), ჰარი კეინი (ინგლისი, „ბაიერნი“), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „პარი სენ-ჟერმენი“), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბარსელონა“), ლაუტარო მარტინესი (არგენტინა, „ინტერი“), კილიან მბაპე (საფრანგეთი, „რეალი“), ლიონელ მესი (არგენტინა, „ინტერ მაიამი“), ჟოაო პედრო (ბრაზილია, „ბრაიტონი“), რაფინია (ბრაზილია, „ბარსელონა“), მატეო რეტეგი (იტალია, „ჯენოა“), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, „ალ ნასრი“), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, „ლივერპული“), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია, „რეალი“), ლამინ იამალი (ესპანეთი, „ბარსელონა“).


ფეხბურთში წლის სიმბოლური გუნდი ფიფა-ს ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება, რომლის ჩატარების თარიღიც მოგვიანებით დაზუსტდება.


წყარო: 1TV.Ge-Sport





  • გაზიარება
    მოინახულეს 2 158-ჯერ
    რეკლამა