ინძაგი: უნდა დავბრუნდე ყველასთვის, ვისაც ვუყვარვარ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-ნოე, 19:489 beqa_beqa 1692


"მილანის" თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი, რომელმაც მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, ყვება, რომ "ინტერის" ფორვარდმა სამუელ ეტოომ კარგი ესპანელი სპეციალისტი ურჩია. 39 წლის ფეხბურთელმა დასძინა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ სრულად გამოჯანმრთელდება.

"ბევრმა მოთამაშემ დამირეკა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ისევ ყველას მადლობა გადავუხადო, მაგრამ მთავარი ზარი მაინც ეტოოსგან იყო. ჩვენ ერთმანეთი გასულ ზაფხულს ბაჰამის კუნძულებზე გავიცანით. ტრავმის მიღების შემდეგ დამირეკა და მირჩია ესპანეთში პროფესორ კუგატისთან ჩავსულიყავი, რომელთანაც ადრე თავად მკურნალობდა. ამ ექიმმა ადრე ანტონიო დი ნატალეც მოარჩინა", - თქვა ინძაგიმ.

"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი ტრავმაა. განსაკუთრებით იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ასეთ შესანიშნავ დროს დავშავდი. არ მინდა ახლა დაბრუნების რაიმე ვადებზე ვილაპარაკო, მაგრამ გამოჯანმრთელების იმედი მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში შევეცდები, დავბრუნდე ყველასთვის, ვისაც ვუყვარვარ", - აცხადებს "მილანის" ვეტერანი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 22 ნოემბერი 2010 20:22
50 წლის რო იქნები lol



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (238)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი