დღის ახალი ამბები

"საქართველოსთან ეს მარტივი არ იქნება" - ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა

"საქართველოსთან ეს მარტივი არ იქნება" - ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა

ლუის ენრიკემ საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.

“საქართველოს ნაკრების შესახებ დიდი ინფორმაცია არ გვაქვს. ბოლო დროს მხოლოდ ერთი მატჩი ვნახეთ. ვიცით, რომ ბურთის ფლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. შესაძლოა, ისეთი მატჩი გვქონდეს, როგორიც საბერძნეთთან, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ველით, რომ საქართველოს ნაკრები ისე ითამაშებს, როგორც შვედეთთან. ჩემი აზრით, საქართველო ამ შეხვედრაში ფრეს იმსახურებდა. არ მგონია, რომ ხვალ ადვილი მატჩი გვექნება, საინტერესო თამაშს ველი.
ბოლო დროს უმაყურებლოდ თამაშს მივეჩვიეთ. სასიამოვნო იქნება გულშემატკივრის დაბრუნება. ჩემი მოგონებებიც ამ სტადიონთან დაკავშირებით ძალიან სასიამოვნოა, აქ “ბარსეონასთან” ერთად უეფას სუპერთასი მოვიგე.

საბერძნეთთან მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემს კარიერაში, რადგან უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. იქნება ტაქტიკური ცვლილებები. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. საქართველოსთან მოგება ადვილი არ იქნება. სავარაუდოდ, მეტოქე დაცვაზე იქნება ორიენტრირებული, ამიტომ ჩვენ შეტევა უნდა გავაძლიეროთ.

დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელისათვის საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში დიდი პატივია. გვეგონა, რომ საბერძნეთთან გავიმარჯვებდით, ამიტომ შეხვედრის შემდეგ საინტერესო საუბარი გვქონდა. როცა ვხედავთ, რომ თამაში კარგად არ გამოგვდის, საუკეთესო გამოსავალი ტაქტიკისა და ფეხბურთელების შეცვლაა.”




გაზიარება
მოინახულეს 1 115-ჯერ
კომენტარები
რეკლამა