სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი თავისი მიღწევებითა და საამაყო გამარჯვებებით წლებია, ყურადღების ცენტრშია. ასეთი შედეგებიდან გამომდინარე კი, ბუნებრივია, ძლიერი და შეუპოვარი მებრძოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ფონზე, საინტერესოა, როგორია მისი მეორე – ქალური მხარე.
ნინო ოძელაშვილი: ჩაკეტილი ცხოვრება მაქვს. ბევრ ადამიანთან არ მაქვს ურთიერთობა. გუნდელებიც კი არ მიცნობენ ახლოს, მხოლოდ შეკრებებზე გვაქვს კავშირი. ჩემი სამყარო მაქვს, რომელსაც ყველას არ ვაცნობ. ახლო ურთიერთობა ბევრ ადამიანთან არ მაქვს. ადრე, როცა ყველას ვუღიმოდი, გული მატკინეს, უსიამოვნებები გამოვიარე და შევიცვალე. მიყვარს ცეკვა, სიმღერა, პოზიტიურ განწყობაზე ყოფნა, მაგრამ მხოლოდ ძალიან ახლობლების წრეში. შეიძლება, ცუდიცაა ძალიან ჩაკეტილად ცხოვრება, მაგრამ როცა ასე ხარ, ნერვებსაც აღარავინ გიშლის. დაქალი მყავს, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს და ერთად არაჩვეულებრივ დროს ვატარებთ.
მინდა შვილები მყავდეს. ვოცნებობდი, სპორტსმენი მეუღლე და შვილები მყოლოდა. ქართველები ვერ ეგუებიან სპორტსმენ ცოლებს. ახლა რამდენიმე წყვილი შეიქმნა, ცოლიც და ქმარიც რომ სპორტულად აქტიურია და ეს ძალიან მიხარია.
დაშორებით გამოწვეულმა ტრავმამ გამიარა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი ვიღვიძებდი სიტყვებით, რომელსაც ჩემი ყოფილი მეუღლე მეუბნებოდა – ვერასდროს მიაღწევ წარმატებასო და საბედნიეროდ, მას შემდეგ ძალიან ბევრს მივაღწიე, რისთვისად დიდი მადლობა უფალს. კიდევ მეტს მივაღწევდი, რომ არა ეს პანდემია, ახლა ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. ახლა ჩემი ცხოვრებით „ვკაიფობ“.
რადგან სპორტსმენი ვარ, ქართველი მამაკაცების უმეტესობა ცოტა სხვანაირად მიყურებს-ოჯახისთვის – არა, გართობა უნდათ. იციან, რომ გათხოვილი ვიყავი და ეს ბევრი „ვაჟკაცისთვის“ მიუღებელია.
წყარო: ჟურნალი „თბილისელები“
„ქართველი მამაკაცების უმეტესობა, ცოტა სხვანაირად მიყურებს – ოჯახისთვის არა, გართობა უნდათ“ - რას ჰყვება ქართველი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი?
13-01-2022, 21:58
გაზიარება
მოინახულეს 2 643-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
534
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
202
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
346
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
932
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად