ლოპესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციის ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.
ქვემსუბუქ წონაში (65კგ) ქამარი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქართველმა ილია თოფურიამ მსუბუქ დივიზიონში (70კგ) ასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მაიამიში ჩატარებულ ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.
საჩემპიონო ბრძოლა ვოლკანოვსკიმ აქტიურად დაიწყო და დგომში დიდი უპირატესობა მოიპოვა, ის ასევე ცდილობდა მეტოქის მიწაზე გადაყვანას. მსაჯებმა ბრძოლა ასე შეაფასეს: 48-47, 49-46, 49-46.
საბოლოოდ, 36 წლის ავსტრალიელმა ქამარი, რომელიც 2024 წლის თებერვალში ილია თოფურიასთან ბრძოლაში დათმო, 420 დღის შემდეგ დაიბრუნა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ვოლკანოვსკიმ ქართველთან დაპირისპირებამდე ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსი ხუთჯერ დაიცვა.
რაც შეეხება ქამრის ყოფილ მფლობელს, ილია თოფურიას, ჯერ უცნობია, ვისთან ჩაატარებს ის მსუბუქ დივიზიონში თავის სადებიუტო ბრძოლას.
წყარო: 1tv.ge



