როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ილიამ ერთით ზევით წონაში აინაცლა, ქართველი პირდაპირ სატიტულო ბრძოლას ითხოვდა.
იმ დროს მსუბუქი წონის ჩემპიონი ჯერ კიდევ ისლამ მახაჩევი იყო , ხაბიბ ნურმაგომედოვი მაშინ წინააღმდეგი იყო ილიასა და ისლამს შორის სატიტულო ბრძოლა შემდგარიყო:
- არ ვიცი ილიამ UFC-სთან რა შეთანხმებას მიაღწია. თუ ყველაფერს ისლამის მხრიდან შევხედავთ, მან 66-ს ჩემპიონს უკვე ორჯერ მისცა შანსი. ისლამმა ორივეჯერ მოიგო. წარმოვიდგინოთ, რომ ილიამ ეს შანსი მიიღო და მახაჩევმა მოუგო. შედგება განმეორებითი ჩხუბი ის კვლავ წააგებს. ილია 70 კილოგრამში ჯერ არაფერი უქნია, მან ჯერ უნდა დაამტკიცოს თუ რა შეუძლია ახალ წონაში და ისლამმა ასეთი კაცი ორჯერ დაამარცხა. ამიტომ აჩხუბეთ ვინმესთან, გახდეს რეალური ჩემპიონობის კანდიდატი და ისლამი ნებისმიერთან იბრძოლებს.
შემდეგ კი მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა, თავის მხრივ 70 კილოგრამში ისლამაც დათმო ქამარი და ერთით ზემოთ წონაში აინაცვლა , ილიამ კი პირდაპირ სატიტულო ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასთან მიიღო.
ქართველმა ბრაზილიელი მეტოქე 3 წუთზე ნაკლებ დროში დაანოკაუტა, რითიც რა თქმა უნდა დაამტკიცა, რომ ახალ წონაშიც ისეთივე ძლიერი და ჩემპიონია როგორიც 66-ში იყო , საინტერესოა, ახლა რა აზრზე იქნება ხაბიბი ? იმსახურებს თუ არა ილია მახაჩევთან შეხვედრას ?
ისლამს მომდევნო დაპირისპირება ჯეკ დელა მადალენასთან იქნება 2025 წლის ბოლოს, შემდეგ კი UFC-ს სამყარო მის და ილიას დაპირისპირებას ელის , თავის მხრივ ქართველმა არც ის გამორიცხა რომ წონა კიდევ ერთხელ შეიცვალოს და მესამე წონის ჩემპიონიც გახდეც, რაც არავის არასდროს გაუკეთებია.



