ჩიკაგოში ჩატარებული UFC 319-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.
რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, რომელმაც ივნისში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
რეიტინგში 10 საფეხურით დაწინაურდა საშუალო წონის ახალი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელმა მებრძოლმა ჩიკაგოში სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა. რეიტინგის ახალი სახეა ყაზახი შავკატ რახმანოვი.
UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):
- ილია თოფურია (საქართველო)
- ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
- მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
- ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
- ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
- ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
- მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
- ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
- ტომ ასპინალი (ინგლისი)
- ალექს პერეირა (ბრაზილია)
- დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
- მაქს ჰოლოუეი (აშშ)
- ბელალ მუჰამედი (აშშ)
- არმან ცარუკიანი (სომხეთი)
- შავკატ რახმანოვი (ყაზახეთი)
წყარო: 1tv.ge
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

