დღის ახალი ამბები

რამოსის დიდებული საქცილი - რა შესთავაზა მესის ესპანელმა ?

რამოსის დიდებული საქცილი - რა შესთავაზა მესის ესპანელმა ?

,,პარი სენ ჟერმენის'' მცველმა, სერხიო რამოსმა, პარიზული გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულს, ლეო მესის და მის ოჯახს, საცხოვრებლად საკუთარი სახლი შესთავაზა. ინფორმაციას El Pais-ზე დაყრდნობით ესპანური As-ი ავრცელებს.

,,თუ შენ და შენს ოჯახს სასტუმროში დარჩენას სახლში ყოფნა გირჩევნიათ, შეგიძლიათ ჩემთან დარჩეთ,'' - უთხრა რამოსმა თავის ახალ თანაგუნდელს. El Pais-ის წყაროს ინფორმაციით, ესპანელი ლეოს დიდ პატივს ცემს.

,,პსჟ-ში'' ახლა მესის ახალი სახლის პოვნაზე ზრუნავენ, გარდა ამისა, პარიზული გუნდის წარმომადგენლები ლეოს შვილებისთვის სკოლასაც ეძებენ.
მესი ,,პარი სენ ჟერმენს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.




გაზიარება
მოინახულეს 1 484-ჯერ
კომენტარები
რეკლამა