მამაკაცმა UFC-ის მებრძოლ გოგონას, პოლიანა ვიანას რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში ტელეფონის მოპარვა დაუპირა. თუმცა, მამაკაცისათვის ეს ამბავი ცუდად დასრულდა.
პოლიანა ვიანამ ინციდენტთან დაკავშირებით MMAjunkie-სთან ისაუბრა. მან თქვა, რომ ის თავის სახლთან ტაქსის ელოდებოდა, როცა მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა.
“მამაკაცი ჩემს გვერდით დაჯდა. მან მკითხა, რომელი საათი იყო, მე ვუპასუხე, თუმცა ამის შემდეგ ის ისევ ადგილზე დარჩა. ტელეფონი შევინახე. მან მითხრა: “ტელეფონი მომეცი. არ შემეწინააღმდეგო, რადგან შეიარაღებული ვარ.” მან ხელი იმ ადგილას წაიღო, სადაც წესით, იარაღი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მივხვდი, რომ უიარაღოდ იყო. გავიფიქრე: “თუ იარაღი მართლაც აქვს, სროლას ვერ მოასწრებს.” ამიტომაც, ავდექი და ორჯერ დავარტყი, ის წაიქცა, შემდეგ კი ვახრჩობდი. ბოლოს, ავაყენე და ისევ იმ ადგილას დავაჯინე, სადაც იქამდე იჯდა და ვუთხარი: “ახლა პოლიციას დაველოდებით”,” – განაცხადა სპორტსმენმა.
მოგვიანებით, ვიანამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცს “იარაღი” მართლაც ჰქონდა, მაგრამ ის მუყაოს ქაღალდის იყო. UFC-ის მებრძოლის თქმით, სანამ პოლიცია მოვიდოდა, მას მამაკაცი შებოჭილი ჰყავდა. ისიც გაირკვა, რომ დამნაშავე ციხიდან ახალი გამოსული იყო.
UFC-ს მებრძოლმა გოგონამ მამაკაცი სცემა, რომელსაც მისთვის ტელეფონის წართმევა სურდა
19-02-2021, 14:02
გაზიარება
მოინახულეს 916-ჯერ
კომენტარები

19-06-2022 08:06
193
ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას - გიორგი წიტაიშვილი
ვრცლად

09-06-2022 11:20
613
რა რეაქცია ჰქონდა არაბ კომენტატორს, როდესაც კადრში მოხვედრილი ქალი დაინახა
ვრცლად

08-05-2022 10:41
271
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 284
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად