დღის ახალი ამბები

ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია

ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია



საქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და ბრი­ტა­ნუ­ლი “უო­ტფორ­დის” ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ის პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც 10 გოლი და 10 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა შე­ას­რუ­ლა.


ჩაკ­ვე­ტა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის, ასე­ვე უც­ნო­ბია, ჰყავს თუ არა სპორ­ტსმენს რჩე­უ­ლი, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე ჭო­რე­ბი და სპორ­ტსმენს სხვა­დას­ხვა გო­გო­ნებ­თან აწყვი­ლე­ბენ…


მა­გა­ლი­თად, 2024 წლის ზა­ფხულ­ში ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი მსა­ხი­ობ გო­გო­ლა კა­ლან­და­ძის შვი­ლის, ელე­ნე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს მოჰ­ყვა. თუმ­ცა რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ჩაკ­ვე­ტა­ძე კი­დევ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ამ­ჯე­რად ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­თი, რო­მელ­შიც წყვი­ლი მა­გი­დას­თან ცეკ­ვავს.


Ambebi.ge ეცა­და გა­ერ­კვია, ვინ არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც “ჩაკ­ვეს­თან” ერ­თად ვი­დე­ო­ში ჩანს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცით, ის წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დე­ლი ნუცა კვირ­კვი­აა. გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ჩაკ­ვეს­თან” ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე წერს: “ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ჩაკი”.


რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, ისი­ნი ნამ­დვი­ლად მე­გობ­რე­ბი არი­ან. ნუცა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, უყ­ვარს სპორ­ტი. ალ­ბათ ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის ოთარ გა­ბე­ლი­ას დის შვი­ლიშ­ვი­ლია. ნუ­ცას ბებო ცნო­ბი­ლი გი­ნე­კო­ლო­გო იყო, ბა­ბუა ქი­რურ­გი.



სხვა­თა შო­რის, ნუცა პირ­ვე­ლად არ მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. 2020 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ხუთი ზუგ­დი­დე­ლი გო­გო­ნას ფოტო, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ნახ­ვა და მო­წო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა. ფო­ტო­ზე გახ­ლდათ ნუცა კვირ­კვი­აც.



რაც შე­ხე­ბა “ჩაკ­ვეს”, მას კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­დი­ას­თან სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს. ამი­ტომ მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი რთუ­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლია. 2023 წელს, გი­ორ­გის დედა, მთვა­რი­სა რუ­ხა­ძე “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ სა­უბ­რი­სას ამ­ბობ­და:


“სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქამ­დე არ ჰქო­ნია. ამ მხრივ აქ­ტი­უ­რო­ბით დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. გო­გო­ნე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რობ­დნენ, აქ რომ იყო, ეზო­ში მო­დი­ოდ­ნენ და ყვი­როდ­ნენ: “ჩაკ­ვე, ჩა­მო­დი! ჩაკ­ვე, ჩა­მო­დი!”



წყარო:  ambebi.ge





გაზიარება
მოინახულეს 7 765-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა "დინამო არენაზე"
  2. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
  3. „ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა... ნდო­ბა თუ არ არის, ურ­თი­ერ­თო­ბას აზრი არ აქვს" - რას ამბობს ლაშა ბექაურთან დაშორების შემდეგ მარიამ კეკუა?
  4. “ამის შემდეგ მესიზე წარმოდგენა მთლიანად შემეცვალა, ამხელა ფეხბურთელი რომ ამას გააკეთებს…” – რას ამბობს კვარაცხელია მესის შესახებ
  5. "მადლობა ამისთვის! " - როგორ ულოცავს ბუდუ ზივზივაძეს მამა დაბადების დღეს
რეკლამა