დღის ახალი ამბები

„ასე ჩაიწვა სახლში ბიჭი... რა უნდა ვუთხრა მის კარგ დედას, სოფოს?!“ - რა ინფორმაცია ვრცელდება ქუთაისიდან, სადაც გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი ოჯახში საშინელება დატრიალდა?

„ასე ჩაიწვა სახლში ბიჭი... რა უნდა ვუთხრა მის კარგ დედას, სოფოს?!“ - რა ინფორმაცია ვრცელდება ქუთაისიდან, სადაც გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი ოჯახში საშინელება დატრიალდა?



ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა ბიჭის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამბობენ, როცა სახლში ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდას ეძინა და მან გამოსვლა ვერ შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები. ახალგაზრდა ბიჭის ასე ტრაგიკულად დაღუპვას ყველა განიცდის. 

"სამწუხაროდ ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია. ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა. ვუთანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას. მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ.” – წერს "ტორპედოს" ფანკლუბი ,,ჯუნგლები".

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა, ეს ამბავი რომ გავიგე, გავიყინე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. სრული შოკია ამის დაჯერება. საყვარელი, თბილი, უბოროტო, კეთილი მიშო აღარ არის ცოცხალი. სულ გაღიმებული სახით მოგესალმებოდა რომ დაგინახავდა. ძალიან თბილი და საყვარელი ბიჭი იყო, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე დღეს, არ ვიცი როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. ამ ამბავმა დღეს გამანადგურა. როგორ უნდა მივიდე სამძიმარზე, რა უნდა ვუთხრა მის კარგ დედას, სოფოს. ეს არ უნდა მომხდარიყო. 

მიშოს ეძინა თურმე და ეტყობა ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა. ასე ჩაიწვა სახლში ახალგაზრდა ბიჭი. უფალო ნათელში ამყოფე ახალგაზრდა, უბოროტო ბიჭი და გაძლება მიეცი მის მშობლებს. ვერ ვლაპარაკობ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი", - ამბობს ახლობელი.
წყარო: კვირის პალიტრა





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 286-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. დიდი ტრაგედია გამოჩენილი ქართული ფეხბურთელის ოჯახში! - ხანძარს 22 ბიჭი ემსხვერპლა, ეძინა და გამოსვლა ვერ მოასწრო...
    2. ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი გარდაცვლილი 15 წლის ფეხბურთელია
    3. სკანდალური ვიდეო, რომლის გამოც კავკასიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ცოლი ქორწილის დღეს თმებით შუა ქუჩაში გამოათრია და ქორწილი ჩაშალა
    4. "კვარასაც" ეწყინა, გამოდის მარტო მე არ მომჩვენებია, ყველა არასწორად მოიქცა " - რა გააპროტესტეს გულშემატკივრებმა, როცა "კვარამ" პენალტი მოიპოვა
    5. “ვისაც ეს ფეხბურთელი კვარაცხელიას გირჩევნიათ, ფეხბურთი არ გესმით!” – იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ხვიჩას შესახებ საუბრობს
    რეკლამა