ბერი ანდრიას დედა, ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ილია თოფურიას შესახებ წერს.
ზოგჯერ ყველაზე ხმამაღლა სწორედ ისინი საუბრობენ, ვინც ყველაზე ნაკლებად იცნობს ილიას.
ილია თოფურია არა მხოლოდ მსოფლიო დონის მებრძოლია, არამედ ქართველი, რომელმაც ქვეყანა ასახელა იქ, სადაც ბევრს საკუთარი ფესვები ეკარგება.
მისი დედა — InGa Bendeliani Topuria ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია. ქალი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პატრიოტიზმითა და თავისი ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულით. სწორედ ამ სიყვარულით გაზარდეს ინგამ და ზაზამ შვილები. ასე იქცა ილია ქართველად არა მხოლოდ სისხლით, არამედ სულითაც. მათთვის საქართველო არასოდეს ყოფილა შორეული ადგილი, არც ფესვები დავიწყებიათ და არც ენა, არც ტრადიცია.
ჩემი აზრით, მატჩის წინ ეროვნული ნაკრების ბიჭებთან შეხვედრა სწორედ ის ნაბიჯი იყო, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემდა ჩვენს სპორტსმენებს. ეს იყო მეგობრობის, პატივისცემისა და ერთიანობის ჟესტი.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ილიას ესპანეთის ნაკრებისთვის გამოჩენილი პატივისცემაც სრულიად ბუნებრივი და ღირსეული საქციელია. სწორედ ასეთია ნამდვილი სპორტსმენი.
დიდი მადლობა შენ, ინგა ასეთი ღირსეული შვილების გაზრდისთვის.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია რამდენჯერ ეწვია აღნიშნულ ფონდს და მუდმივად უწევს დახმარებას ფონდს, რომელიც ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს უწევს დახმარებას
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

