დღის ახალი ამბები

კადრები სიონის ტაძრიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

კადრები სიონის ტაძრიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ


Today, 07:40

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.


სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს იხდიან, რომელიც 40 დღის განმავლობაში აღევლინება.


მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია. გარდა ამისა, ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება.


ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.


ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.


წყარო: palitravideo.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 397-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ხსოვნას საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა პატივი მიაგეს [ვიდეო]
    2. “ჩამოსვლა ვერ შეძლო, თუმცა…” – რა ფოტო ვრცედლება სოციალურ ქსელში სამების ეკლესიიდან ?
    3. „ეს არ ნიშნავს, რომ ხმამაღლა არ გამოვხატავთ გულისწყვეტას მათი დუმილის გამო... საარჩევნო კლიპს შეგტენით ცხვირში და ტალახაძის შტანგას"
    4. როგორია ხვიჩა კვარაცხელიას დღის რეჟიმი და კვების რაციონი – “ვცდილობ 23:00 საათამდე დავიძინო, რაც შეეხება კვებას…”
    5. ნაპოლის გაჩემპიონების შემდეგ იტალიელმა ბლოგერმა ათასობით შეკრებილ გულშემატკივრებს შიშველი მკერდი დაანახა (ვიდეო)
    რეკლამა