დღის ახალი ამბები

„მილანს“ მხოლოდ ხვიჩა სჭირდება და სხვა არავინ - იტალიელები კვარაცხელიას ფინტით აღფრთოვანდნენ (ვიდეო)

„მილანს“ მხოლოდ ხვიჩა სჭირდება და სხვა არავინ - იტალიელები კვარაცხელიას ფინტით აღფრთოვანდნენ (ვიდეო)
14-07-2021, 12:33

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ძალიან მალე "მილანში" უნდა გაოფიციალურდეს.

ქართველი ფეხბურთელის თამაშით მილანელი ქომაგი ჯერ კიდევ წინა სასაზენო პერიოდის დროს მოიხიბლნენ.

ხვიჩას მონაწილეობით ყველაზე კარგი იყო ის ეპიზოდი, რომელშიც მან ორი მეტოქე მცველი მოედნის ცენტრში ზიდანის ფინტით ჩამოიშორა.

„სილამაზე, რომელსაც რუსულ ფეხბურთში ხშირად ვერ ნახავ, აღნიშნეს  იტალიელმა გულშემატკივრებმა.

 იტალიური გამოცემა inoprosport  ტიფოზების კომენტარებს აქვეყნებს:

„როგორ გამოვიდეთ მოწინააღმდეგის წნეხიდან – ლექცია პროფესორ კვარაცხელიასგან“.
„მოდი „მილანში“, ხვიჩა!“
„როგორ არის შესაძლებელი, რომ ერთი კლუბიც არ გამოხტეს და ხვიჩა „რუბინს“ არ წაართვას?“
„ხვიჩა ნამდვილი ტალანტია. მას აქვს ტექნიკა, რომელიც მოწინააღმდეგეს განიარაღებს
„ტექნიკის გარდა, ის ვითარებას ყოველთვის ბურთის მიღებამდე აფასებს, რათა გაიგოს, მეტოქე როგორ შეუტევს. რა სილამაზეა!“
„მამა მია (ღმერთო ჩემო!) ეს ბიჭი მაგიჟებს. იმედია, ხვიჩა წელს ტოპ-კლუბში გადავა“
„მილანს“ მხოლოდ ხვიჩა გვჭირდება და სხვა არავინ“
„ძალიან სამწუხარო გრძნობები მაქვს იმის გამო, რომ ხვიჩა ისევ „რუბინშია“.
„მოდით, „მილანში“ წავიყვანოთ!“
„პაოლო მალდინი, თუ ხვიჩას „მილანში“ ჩამოიყვან, სიცოცხლის ბოლომდე შენი მონა გავხდები“


გაზიარება
მოინახულეს 2 432-ჯერ
კომენტარები
რეკლამა