ფრანგულმა სპორტულმა მედია Socios-fcmetz.com-მა, პარიზულ გამოცემა L’Équipe-ზე დაყრდნობით, „მეცის“ ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის ხელფასი გაასაჯაროვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელს კლუბი ყოველთვიურად 125,000 ევროს უხდის.
როგორც Socios-fcmetz.com-ი წერს, ამ კუთხით, „მეცის“ წარმომადგენლებმა ქართველისთვის გამონაკლისი დაუშვეს, რადგან მათ კლუბის თითოეული ფეხბურთელისთვის 100,000 ევროზე მეტი ხელფასის გადახდა განსაზღვრული არ აქვთ.
ამავე მედიის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე ხელფასს ამსტერდამის „აიაქსისგანაც“ იღებს, ამ შემთხვევაშიც 125,000 ევროს ოდენობით. მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და „მეცში“ იჯარის წესით თამაშობს.
შესაბამისად, ქართველის ყოველთვიური ანაზღაურება 250,000 ევროა, რაც წელიწადში 3 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებად ამჟამად 9 მილიონი ევროა მითითებული. გასული წლის ზაფხულში ეს მაჩვენებელი 10 მილიონ ევროს გაუტოლდა, წლის ბოლოს კი 8 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა.
წყარო: forbes.ge
რამდენია „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის ხელფასი?
9-05-2024, 12:32
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად