საქართველოს ნაკრები მეთხუთმეტეა

საქართველოს ნაკრები მეთხუთმეტეა

30-11-2010, 18:22

საქართველოს მორაგბეთა  ნაკრებმა, აშშ-ს ნაკრების 19:17 დამარცხების შემდეგ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში საკუთარ მონაგარს 0.810 სარეიტინგო ქულა შემატა და ჯამში 68.21 დაუგროვდა. სამაგიეროდ,  აშშ-ს ნაკრების მაჩვენებელი 67.69-მდე შემცირდა, რამაც "ბორჯღალოსნებს"  მათი გადასწრების საშუალება მისცა. რიჩი დიქსონის ბიჭებმა ამერიკელები მე-16 ადგილამდე ჩამოაქვეითეს.


ქართველ მორაგბეებს მეტოქე 15 ან მეტი ქულის სხვაობით რომ დაემარცხებინათ, მათ ქულებს კიდევ 0.41 დაერიცხებოდა და წინსვლა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთან, პორტუგალიას კანადასთან თუნდაც ფრე რომ შეენარჩუნებინა, "ბორჯღალოსნები" მე-14 ადგილზე მინიმალური სხვაობით მოგების შემთხვევაშიც აღზევდებოდნენ. არადა, ლისაბონში 78-ე წუთისათვის ანგარიში 20:20 იყო, მაგრამ კანადამ ჯარიმის გატანა მოახერხა და ჯამში 23:20 იმარჯვა, რითაც მე-14 ადგილი შეინარჩუნა.

ცხრილის ზედა ნაწილში მსგავსი სიტუაცია მომავალი წლის თებერვლამდე შენარჩუნდება, მერე კი ევროპის ექვსი ერისა და ერთა თასის შეხვედრებისა და შესაბამისად, ცვლილებების დრო დადგება. საქართველოს ნაკრებს პირველი შეხვედრა ოდესაში უკრაინასთან უწევს, რომელიც "ბორჯღალოსნებს" იმდენად ჩამორჩება, რომ ნებისმიერი ანგარიშით მოგება, რეიტინგში ქართველთათვის ცვლილებას ვერ გამოიწვევს.  ესპანეთთან და პორტუგალიასთან დაპირისპირება კი ქართველ მორაგბეებს მორიგი წინსვლის საშუალებას მისცემს.


IRB- მსოფლიო რეიტინგი






























































































































1    (1). ახალი ზელანდია



93,19



3    (3). სამხრეთ აფრიკა



86,44



4    (4). ინგლისი



82,48



5    (7). ირლანდია



81,79



6    (5). საფრანგეთი



81,66



7    (6). შოტლანდია



81,20



8    (8). არგენტინა



78,97



9    (9). უელსი



77,04



10    (10). ფიჯი



74,05



11    (11). სამოა



74,02



12    (12). იტალია



73,31



13    (13). იაპონია



71,45



14    (14). კანადა



69,19



15    (16). საქართველო



68,21



16    (15). აშშ



67,69



17    (17). ტონგა



67,35



18    (18). რუსეთი



65,56



19    (19). რუმინეთი



65,54



20    (22). ურუგვაი



60,94



21    (21). პორტუგალია



60,94



22    (20). ნამიბია



60,66



23    (23). ესპანეთი



58,64



24    (24). ჩილე



56,68



25    (25). ბელგია



56,44



26    (26). მაროკო



56,11



27    (27). ყაზახეთი



55,20



28    (28). ბრაზილია



54,56



29    (29). უკრაინა



54,35



30    (36). გერმანია



53,30



 



 




ინფორმაციის წყარო: SpoRT.GoV.Ge

სამინისტროს პრესსამსახური

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით