დღის ახალი ამბები

"ფეხბურთის ბილეთებზე 120 000 ადამიანი იყო რიგში, აცრაზე კი" - ცნობილი ექიმის განცხადება

"ფეხბურთის ბილეთებზე 120 000 ადამიანი იყო რიგში, აცრაზე კი" - ცნობილი ექიმის განცხადება

ლევან ხარაშვილმა “ფორმულას” ეთერში განცხადება გააკეთა.

“ნებისმიერ შეგნებულ ჯგუფთან მუშაობას აქვს აზრი, მათ შორის, სასულიერო პირებთან. რაც უფრო მეტ ადამიანს მოუნდება აცრა, უფრო მეტი ადამიანი გადარჩება მომავალში, თან ახლო მომავალზეა საუბარი. თითქოს ვიფიქრეთ, რომ ვირუსი უკვე დავამარცხეთ და ამ დროს, 10-11 ადამიანი კვდება კოვიდისგან და ჩვენ ამ ინფორმაციას საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. აღარ ვხმარობთ პირბადეს, აღარც დისტანციას. გუშინ, ფეხბურთის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და 120 000 კაცი იდგა რიგში, რომ ფეხბურთზე წასულიყო და ვაქცინაციის კაბინეტები ცარიელია – ეს სრული ნონსენსია”, – განაცხადა ხარაშვილმა.




გაზიარება
მოინახულეს 1 168-ჯერ
კომენტარები
რეკლამა