დღის ახალი ამბები

ულამაზესი მეუღლე და შვილი, რთული გზა ჩემპიონობამდე - გენო პეტრიაშვილის ცხოვრების საინტერესო გზა

ულამაზესი მეუღლე და შვილი, რთული გზა ჩემპიონობამდე - გენო პეტრიაშვილის ცხოვრების საინტერესო გზა
10-08-2024, 21:16

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ჩემპიონიაააა.

გენო პეტრიაშვილი 

გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის დ ბრინ­ჯა­ოს მფლო­ბე­ლია, ახლა კი ოქროსიც.ყვე­ლას ახ­სოვს გე­ნოს ემო­ცი­უ­რი ვერ­ცხლის მე­და­ლი 2021 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე. ქარ­თვე­ლი მო­ჭი­და­ვეს­თვის მა­შინ გა­დამ­წყვე­ტი ბოლო წა­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მე­ტო­ქეს­თან სწო­რედ ბოლო წამ­ში ერთი ქუ­ლით და­მარ­ცხდა.


ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის­გან სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­როს მედ­ლის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, უმაღ­ლეს ჯილ­დოს ელო­და თა­ვად პეტ­რი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც და­ჯილ­დო­ვე­ბის დროს ოლიმ­პი­ურ კვარ­ცხლბეგ­ზე ატირ­და.

ქართველი ფა­ლა­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. დღეს ყვე­ლა მე­დია იხ­სე­ნებ­და იმ დროს, რო­დე­საც 11 წლის ასაკ­ში გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. 2005 წლის 19 აგ­ვის­ტოს, 11 წლის გენო, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუ­ლი­დან, გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ოსურ-ქარ­თულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჯა­ვის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ტა­ცა.
ბიჭ­მა ტყვე­ო­ბა­ში 99 დღე გა­ა­ტა­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ 2005 წლის 25 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს, ბიჭი საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სტრე­სის დაძ­ლე­ვა გე­ნოს­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ჭი­და­ო­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ გე­ნოს, ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი მის­მა გამ­ზრდელ­მა მწვრთნელ­მა ნუგ­ზარ სხი­რელ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა. დღეს მწვრთნე­ლი მის გვერ­დით არ ყო­ფი­ლა, რად­გან ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი 2021 წლის 24 იან­ვარს 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
"ჩემი ნუგ­ზა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი... თქვენ ყო­ველ­თვის ჩვენ­თან იქ­ნე­ბით...მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის" - წერ­და პეტ­რი­აშ­ვი­ლი მწვრთნე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

წაიკითხეთ სრულად



გენო გენო პეტრიაშვილი პეტრიაშვილი ოლიმპიადა
გაზიარება
მოინახულეს 4 240-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "გული მატკინეს, ინტერნეტ სივრცეს რომ გადავხედე... ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს, თუმცა მადლიერი ვარ" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ?
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა