დღის ახალი ამბები

როჯერ ფედერერი შანხაის „მასტერსზე“ თამაშს აპირებს

როჯერ ფედერერი შანხაის „მასტერსზე“ თამაშს აპირებს


17-08-2025, 05:39

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შანხაის „მასტერსზე“ ითამაშებს. ის წყვილთა მატჩში მიიღებს მონაწილეობას ჩინელ „სელებრითებთან“ ერთად: მსახიობსა და რეჟისორთან, დონი იენთან, მსახიობ უ ლეემთან და ყოფილ პროფესიონალ ჩოგბურთელთან, ჟიე ჟენგთან ერთად. შეხვედრა, რომელსაც Roger and Friends Celebrity Doubles უწოდეს, 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი.


„ძალიან მოხაული ვარ შანხაიში Rolex Shanghai Masters-ის ტურნირზე დაბრუნებით. შანხაი ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო ჩემთვის – მისი შესანიშნავი გულშემატკივრებით, დაუვიწყარი მოგონებებითა და ჩოგბურთისადმი ნამდვილი სიყვარულით. მოუთმენლად ველოდები 10 ოქტომბერს თქვენთან შეხვედრას“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები ტურნირის პრესსამსახურს.


როჯერ ფედერერმა 2022 წლის სექტემბერში დაასრულა აქტიური კარიერა.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 83-ჯერ
    რეკლამა