დღის ახალი ამბები

„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება

„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
Yesterday, 15:17

ერთა ლი­გის ბოლო, მე­ექ­ვსე ტურ­ში საქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სტუმ­რად ჩე­ხეთს დაუპირისპირდა და ან­გა­რი­შით 2:1 და­მარ­ცხდა. მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრების სამწუხარო მარცხზე სოციალურ ქსელში წერს.

„რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს: მე არ გამჭირვებია მათთვის მადლობის გადახდა მარცხის შემდეგ. არც თურქეთთან თამაშის შემდეგ. არც ესპანეთთან დამარცხებისას. მაგრამ ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, სწორედ ამ ბიჭების შეურაცხყოფა – მით უფრო, რომ ამ ოთხ თამაშში მხოლოდ უკრაინასთან მეორე ტაიმის ფრაგმენტებს თუ გამოვარჩევთ.

კი, ამ ბიჭების შეურაცხყოფაა, არასრულფასოვნების კომპლექსი და სხვა არაფერი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს კრიტიკის და ანალიზის აუცილებლობას და არა წყევლას და გინებას. საფეხბურთო ანალიზის და არა ეზოთერულის და სხვა მსგავსის, რაც უხვად გვჩვევია. სანიოლი? ვილიმ პირველმა მოახერხა და ეროვნული ნაკრები თანამედროვე გუნდს დაამსგავსა.

შესაბამისად, ჩემი მოკრძალებული აზრით, მას ამ სამუშაოს გაგრძელება შეუძლია – თანაც დარწმუნებული ვარ, ახალი კონტექსტის გათვალისწინებას და გადაწყობას შესანიშნავად შეძლებს.

მოკლედ ფიქრის და მომავალი წარმატების დროა!“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

წყარო: resonancedaily.com




გაზიარება
მოინახულეს 323-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ჩაკვე", "კაშო", "მამარდა", "ქოჩორა" და სხვები - ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო (ფოტოები)
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა