დღის ახალი ამბები

"უფრთხილდით კვარაცხელიას! ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული" - ალესანდრო დელ პიერო ხვიჩა კვარაცხელიაზე

"უფრთხილდით კვარაცხელიას! ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული" - ალესანდრო დელ პიერო ხვიჩა კვარაცხელიაზე
6-09-2022, 19:35

"ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი აზრი ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ დააფიქსირა.

გაზეთ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია.

„მე ნამდვილად მივიჩნევ, რომ „ნაპოლი“ [ახლა] უფრო ძლიერია. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით, რომელიც [გუნდის] რეკონსტრუქციას კონსტრუქციული სულისკვეთებით შეხვდა: [ეს არის] დიდი გუნდის მენტალიტეტი. უფრთხილდით კვარაცხელიას. ის არაპროგნოზირებადი და ნიჭიერია. როგორც ჩანს, ის [კვარაცხელია] ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული“, - აღნიშნა ალესანდრო დელ პიერომ.

2 სექტემბერს, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

წყარო: primetime.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 213-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა