"ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ყველაზე ვარსკვლავი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე გახდა. სალომე ფაჟავამ ცეკვის ნიჭი ჯერ კიდევ "რაჭული“ ცეკვის მელოდიაზე და მისივე ილეთებით დადგმული ნომრით აჩვენა საზოგადოებას, რომლის გულიც ერთბაშად დაიპყრო.
სალომე 24 წლისაა და ამასობაში ბევრი წარმატება მოუტანა ქვეყანას. მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება მაინც ადამიანების "დიდი სიყვარულია“, რასაც ყველგან გრძნობს. ოთხიოდე თვის წინ, სალომემ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერდა, რომ პროფესიულ სპორტში მისია შესრულებულია, გადაწყვეტილი აქვს ძველი გზა მიატოვოს და ძალები სხვა მიმართულებით მოსინჯოს.
"ძველ გზას“ როგორც ტანმოვარჯიშე ისე ტოვებს (და ამის მიზეზებსაც ხსნის), თორემ ამ სპორტიდან წასვლა არც უფიქრია. ამბობს, რომ მხატვრულ ტანვარჯიშს მიუძღვნის ცხოვრებას, ოღონდ, მწვრთნელის ამპლუაში. მანამდე სიამოვნებით მიიღო "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შეთავაზება და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
"ამ პროექტის შემდეგ ჩემი ნომერ პირველი ჰობი და სიყვარული ალბათ ცეკვა იქნება. რატიც (რატი გაჩეჩილაძე - სალომე ფაჟავას მეწყვილე ტელეპროექტში - ნ.ფ.) არ მაძლევს გასაქანს, დამემუქრა კიდეც, კვირაში ორჯერ ჩემს გაკვეთილებზე ივლი, თორემ ჩვენი მეგობრობა დამთავრდებაო. მეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ცეკვას. ამ სამ თვეში ისე შემიყვარდა ეს საქმე...“ - ამბობს სალომე, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას კოვიდ-19-ს ებრძოდა, თუმცა ჩვენთან საუბარზე მაინც არ თქვა უარი, რისთვისაც მას უდიდესი მადლობა.
ბავშვობა
მოსკოვში დავიბადე და 11 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები წარმოშობით ზუგდიდიდან არიან. მოხდა ისე, რომ მათი იქ მოუწიათ გადასვლა. დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როცა ტანვარჯიშზე შევედი. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და დედ-მამამ გადაწყვიტა, სპორტზე შევეყვანე, ენერგია რომ დამეხარჯა. თავდაპირველად ქართულ ცეკვებზე შემიყვანეს, სულ რამდენიმე - 3-4 გაკვეთილს დავესწარი, არ მომეწონა და აღარ მომინდა სიარული. შემდეგ, დედას მეგობარმა ურჩია, - მხატვრული ტანვარჯიში სცადეთო. საცდელად წამიყვანეს და მოვხვდი თუ არა დარბაზში, მივხვდი, ჩემი რომ იყო, ძალიან მომეწონა. იქაც მქონდა გამოწვევა, ტანვარჯიშისთვის დიდი ვიყავი - სასურველია 4-5 წლიდან ვარჯიში, მე კი 8 წლის ვხდებოდი. მითხრეს, ერთ კვირას მოგცემთ საცდელად და თუ თავს გამოიჩენ, ჯგუფში დაგტოვებთ, თუ არა და, სხვა რაღაც აკეთეო. იმდენად მომეწონა, იმ წამიდან შემიყვარდა ტანვარჯიში, მოვინდომე და მაქსიმალური გავაკეთე, ამიყვანეს კიდეც ჯგუფში. ჩვენი მწვრთნელი და ხელმძღვანელი ირინა ანოსოვა იყო.
"ასე დავრჩი საქართველოში..."
საქართველოში ჩემი დარჩენა აგვისტოს ომს დაემთხვა. ყოველ წელს, სწავლა როცა მთავრდებოდა, არდადეგებზე საქართველოში ჩამოვდიოდი და 2008 წელსაც ასე ჩამოვედი, ბებიასთან ერთად ვისვენებდი. ბებიას ჩემი უკან წაყვანის შეეშინადა და ასე დავრჩით საქართველოში. მერე დავიწყეთ ტანვარჯიშის დარბაზის ძებნა, დიდი დრო გავიდა, ფორმიდან ამოვვარდი და ძალიან მინდოდა ვარჯიში დამეწყო. მოხდა ისე, რომ აქაც ნაკრებში ამიყვანეს და უკან აღარ გამიშვეს. მეც მომეწონა და დავრჩი. თავიდან მაინც გამიჭირდა რუსეთიდან გადმოსვლა, მშობლების გარეშე ცხოვრება, ახალი ურთიერთობების დაწყება... რუსულ სკოლაში შევედი, ქართული არ ვიცოდი. ადრე ვლაპარაკობდი, მაგრამ მერე დამავიწყდა. თანდათან ქართულიც ვისწავლე. თბილისში ნელი სალაძის აკადემიაში გავაგრძელე ვარჯიში, დავდიოდი ტურნირებზე - ეტაპ-ეტაპ დავიწყე საერთაშორისო ტურნირებით, ამას მოჰყვა მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონატი და ასე საფეხურებით მივაღწიე წარმატებას...
"სტიმულს ადამიანების დიდი სიყვარული მაძლევდა“
ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი წარმატება 2012 წელს იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ეს დიდი ბიძგი იყო ჩემთვის. ჩემპიონატი რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდა, სადაც გუნდური ჩათვლით გამოვდიოდით მე და 2 გოგონა - სოფო ფარულავა და გაბრიელა ხვედელიძე, ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბრინჯაოს მედალი. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და გამარჯვება ის არის, რომ ხალხისგან მართლა დიდი სიყვარული დავიმსახურე, მათგან ისეთ სითბოს და სიყვარულს ვიღებ, რომ როცა გამოვაცხადე, რომ დავასრულე კარიერა, ვერ აგიხსნით, რამდენი ადამიანი მწერდა და მთხოვდა, კიდევ გამეგრძელებინა. გულშემატკივრის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი, თუნდაც იმ რთულ პერიოდში, როდესაც ტრავმები მქონდა, ვერ გამოვდიოდი და რეაბილიტაციას გავდიოდი. ეს ხალხი მაძლევდა სტიმულს და ძალას, რომ მებრძოლა და ბოლომდე მივსულიყავი...გაგრძელება
"მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
22-01-2022, 20:03
კომენტარები
04-11-2024 09:57
0
ნაპოლი მზადაა კვარაცხელია ზამთარში გაუშვას გუნდიდან – ცნობილია მიზეზი
ვრცლად
03-11-2024 14:40
216
“მოვტეხავ მაგას კისერს, გპირდებით, რომ გავთიშავ და ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ საყურებელი” - ავთანდილ ხურციძე მერაბ დვალიშვილს იწვევს
ვრცლად
02-11-2024 21:05
7 128
“ილია ბევრს ლაპარაკობს, საუკეთესოებთან არ უჩხუბია” – რა ღირსეული პასუხი დაუბრუნა ილია თოფურიამ კრიშტიანუ რონალდუს
ვრცლად
02-11-2024 13:42
2 441
ამდენი ილიას ჯერ არ გამოუმუშავებია – ცნობილია საბოლოოდ რა თანხა მიიღო ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის დამარცხებისთვის
ვრცლად