დღის ახალი ამბები

"ბევრი მის ადგილზე ასე არ მოიქცეოდა! " - მიქაუტაძეს ამ საქციელმა ფრანგი გულშემატკივარი აღაფრთოვანა

"ბევრი მის ადგილზე ასე არ მოიქცეოდა! " - მიქაუტაძეს ამ საქციელმა ფრანგი გულშემატკივარი აღაფრთოვანა
1-09-2023, 10:55

როგორც მოგეხსენებათ გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს, ქართველი ფორვარდი უკვე ერედივიზიონის გუნდთან ერთად ეცდება ახალი ისტორიის დაწერას.

მთელი ზაფხული ნათელი იყო, რომ მიქაუტაძე "მეცს" დატოვებდა და სხვა გუნდში გადაბარგდებოდა. მიუხედავად იმის, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზე იყო დაყენებული მიქაუტაძემ მაინც ითამაშა "მეცის" შემადგენლობაში სამი შეხვედრა და საფრანგეთი 3 ტურის შემდეგ 2 გოლით დატოვა.

სწორედ ამ საქციელით მოიხიბლა ფრანგი გულშემატკივარი და ქართველის მიმართ დადებითი კომენტარებიც არ წყდება.

"ბევრი მის ადგილზე აღარ გარისკავდა და "მეცთან" ერთად აღარ ითამაშებდა"

"ნამდვილად ღირსეულად წავიდა, ბოლომდე უერთგულა და დაეხმარა "მეცს" , წარმატებას ვუსურვებ ახალ გუნდში"

"ასეტ სიტუაციაში ბევრი ფეხბურთელი თავს იზღვებს და აღარ თამაშებს, ჟორჟი კი გულიანად მოიქცა" 


ასეთ დადებით კომენტარებს ვკითხულობთ მიქაუტაძეს მიმართ სოციალურ ქსელში.




გაზიარება
მოინახულეს 12 634-ჯერ
კომენტარები
რეკლამა