შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ინტერვიუ მისცა.
ჟურნალისტმა ქართველ მწვრთნელს შეკითხვა რუსეთის ნაკრებში მუშაობის შესახებ დაუსვა.
– 2010 წელს, დიკ ადვოკატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: “მე ჯერ კიდევ არ შემიძლია – ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს დიდი ტკივილი მიაყენეს.” ახლა იმუშავებდით რუსეთის ნაკრებში?
– არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები კი – ბათუმში. მახსოვს, როგორი საშიში იყო. ამის დავიწყება რთულია. კლუბში მუშაობა სხვაა, მაგრამ ნაკრებში მუშაობა განსხვავებულია. არ მინდა, ჩემი პოლიტიკური გრძნობები თქვენ კულტურასა და ქვეყანაში ავურიო, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის მეხმარება იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო.
მე 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლაც არ შემეძლო. თქვენ საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ გჭირდებათ, თუმცა ჩვენ გვჭირდება. საჭიროა უამრავი დოკუმენტი შეაგროვო, ირბინო საელჩოებს შორის – ამ ყველაფერს დრო სჭირდება.
"ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია"- რა უპასუხა შოთა არველაძემ როდესაც რუსეთში მუშაობა შესთავაზეს ?
1-11-2023, 09:00
კომენტარები
22-11-2024 23:04
5 872
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
1 208
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
358
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
10 884
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად