ცოტა ხნის წინ შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ინტერვიუ მისცა.
ჟურნალისტმა ქართველ მწვრთნელს შეკითხვა რუსეთის ნაკრებში მუშაობის შესახებ დაუსვა.
– 2010 წელს, დიკ ადვოკატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: “მე ჯერ კიდევ არ შემიძლია – ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს დიდი ტკივილი მიაყენეს.” ახლა იმუშავებდით რუსეთის ნაკრებში?
– არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები კი – ბათუმში. მახსოვს, როგორი საშიში იყო. ამის დავიწყება რთულია. კლუბში მუშაობა სხვაა, მაგრამ ნაკრებში მუშაობა განსხვავებულია. არ მინდა, ჩემი პოლიტიკური გრძნობები თქვენ კულტურასა და ქვეყანაში ავურიო, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის მეხმარება იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო.
მე 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლაც არ შემეძლო. თქვენ საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ გჭირდებათ, თუმცა ჩვენ გვჭირდება. საჭიროა უამრავი დოკუმენტი შეაგროვო, ირბინო საელჩოებს შორის – ამ ყველაფერს დრო სჭირდება.
მოსკოვში 2002 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ და თებერვალში ჩამოვედი. “სპარტაკთან” ამხანაგური მატჩი გავმართეთ. ყველაფრი ბრწყინვალე იყო: მოსკოვი და ამინდი.
– რამდენი შემოთავაზება გქონდათ რუსეთიდან სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში?
– 2016 წელს “კრასნოდარის” ხელმძღვანებლობას შევხვდი. მხოლოდ ვისაუბრეთ, მეტი არაფერი. ისინი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ, არჩევანი კი სხვა მწვრთნელზე შეაჩერეს. ასევე, იყო ინტერესი “კუბანიდან” და “რუბინიდან”. თუმცა, მაშინ თურქეთში ვმუშაობდი და ვთქვი, რომ კლუბის დატოვება არ შემეძლო.
"ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია"- შოთა არველაძემ რუსეთში მხოლოდ ერთი პირობით ვიმუშავებო
1-05-2021, 18:17
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად