ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი მინდორზე. მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ.
აღნიშნა კახა კალაძემ ერთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას არდაშვებაზე კომენტირებისას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია.
კალაძე კვარაცხელიაზე: გუნდში ლიდერია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი
23-11-2023, 09:12
გაზიარება
მოინახულეს 318-ჯერ
კომენტარები
03-05-2024 08:12
0
"მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს" - ჯაბა კანკავა
ვრცლად
03-05-2024 07:42
480
“სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან” – შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს მიმართავს
ვრცლად
02-05-2024 21:35
94
"არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი"
ვრცლად
02-05-2024 08:16
462
მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე სერიოზული ზეწოლა. მოვუწოდებ ყველას, მისცენ სპორტსმენებს თავიანთი საქმის კეთების საშუალება - რაგბის კავშირის პრეზიდენტი
ვრცლად