დღის ახალი ამბები

მორიგი სასიამოვნო ინფორმაცია საქართველოს ნაკრების შესახებ

მორიგი სასიამოვნო ინფორმაცია საქართველოს ნაკრების შესახებ
4-04-2024, 12:06

ქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 75-ე პოზიციაზე იმყოფება. ამის წინაპირობა ევრო 2024-ის პლეი ოფში წარმატებული თამაში გახდა.

ვილი სანიოლის გუნდმა ნახევარფინალში ლუქსემბურგს 2:0 სძლია, ფინალში კი საბერძნეთის ეროვნულ გუნდს პენალტების სერიაში აჯობა, რისი წყალობითაც 21.31 ქულა შეიმატა (11.85 - ლუქსემბურგთან, 9.46 - საბერძნეთთან) და ახლა, აქტივში 1333.76 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრებმა უკან ომანი და ისრაელი მოიტოვა და ახლა, ასეთ გარემოცვაშია:
...72. ისლანდია – 1346.82
73. ჩრდილოეთ ირლანდია – 1341.05
74. ბოსნია-ჰერცეგოვინა – 1335.6
75. საქართველო – 1333.76
76. გვინეა – 1324.65
77. ომანი – 1323.23
78. ისრაელი – 1311.39...
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად გააღწიეს და ივნისში მეტოქეებად თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ეყოლება. განახლებულ რეიტინგში პორტუგალია მეექვსეა, ჩეხეთი – 36-ე, თურქეთი კი – მე-40.
ცნობისთვის, პორტუგალიამ კლასიფიკაციაში ნიდერლანდებს გადაასწრო, ამის გარდა კი, მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილებაა: ბელგიის ეროვნულმა გუნდმა მე-3 პოზიციიდან ინგლისი დააქვეითა. ვთქვათ ისიც, რომ პირველ-მეორე ადგილებს ისევ მსოფლიოს გასული ჩემპიონატის ფინალისტები არგენტინა საფრანგეთი ინაწილებენ.

წყარო: europop.ge/




გაზიარება
მოინახულეს 5 711-ჯერ
კომენტარები
რეკლამა