ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
ანგარიშის ბედი, პენალტების სერიაში გადაწყდა, ერთ-ერთი პენალტის ავტორი, კი ლაშა დვალია.
ლაშას უმშვენიერესი მეუღლე, მაკა ბუაჩიძე, ემოციურად საუბრობს და სრულიად საქართველოს ულოცავს ისტორიულ გამარჯვებას. უპირველეს ყოვლისა, ძალიან ამაყობს მისი მეუღლით და ამბობს, რომ მას უდიდესი შრომა დაუფასდა.
მაკა, პირველ რიგში, მოგვიყევით იმ ემოციების შესახებ, როდესაც ლაშამ გოლი გაიტანა, რა იგრძენით?
სანამ პენალტების სერია დაინიშნებოდა, მთელი ეს 120 წუთი, რაც ითამაშეს, შეუდარებელი იყო. ლაშაც უშეცდომო იყო თავიდან ბოლომდე. პენალტების სერიაში იწყებენ შემტევები და არ ველოდებოდი ლაშას, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ გამოიჩენდა თავს და გავიდოდა. მაინც ძალიან მეშინოდა, რადგან შემტევი არ არის და მცველებს არ მოეთხოვებათ პენალტებზე ბევრი მუშაობა, რომ დავინახე გადიოდა, ეგრევე შევტრიალდი, თვალებზე ხელი ავიფარე და ვერ ვუყურე, არ შემეძლო. ხმები მესმოდა, გოლი გავიდა, გავიდა, ეს მესმოდა მეტი არაფერი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ლაშას ოჯახი, სამეგობრო და თითოეული ადამიანი.
ლაშა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. როგორი შეგრძნებაა ეს ყველაფერი.
ეს შეგრძნება, მართლა საოცრებაა. ძალიან გამიხარდა, რომ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, რადგან, საქართველოში ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ლაშას დაყენებას ნაკრებში. ახლა, ამ ორ თამაშზე, მიეცა შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, თავისი თავი ანახვა მთელს საქართველოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელმა საქართველომ დაინახა ლაშას შესაძლებლობები. ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან, მე ყველა მის თამაშს ვესწრები და უცხოეთში, ბევრჯერ გამხდარა საუკეთესო მოთამაშე, თუმცა საკუთარ ქვეყანაში როცა ეს ხდება, საოცარი შეგრძნება გაქვს, მით უმეტეს, ასეთ ისტორიულ თამაშზე. ეს იყო რაღაც სასწაული.
ოჯახში როგორ აღნიშნეთ ისტორიული გამარჯვება.
ოჯახის წევრები, მამა, დედა, ძმა, ბებია, ბაბუა, ყველანი შოკირებულები იყვნენ. ვტიროდით სიხარულისგან და ყველას მაღალი წნევა გვქონდა. უდიდესი ემოციები იყო. პირველად ვნახე, ასეთი ბედნიერი საქართველო. ჩვენმა ბიჭებმა, შეუქმნეს ეს მთლიან ქვეყანას.
წყარო : პრაიმტაიმი
„ვტიროდით და ყველას მაღალი წნევა გვქონდა…“ – როგორ იზეიმეს ლაშა დვალის ოჯახში ისტორიული გამარჯვება
31-03-2024, 09:37
კომენტარები
22-11-2024 23:04
550
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
927
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
277
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
9 602
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად