თურქულმა საფეხბურთო კლუბმა "გიულსპორმა" საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. გუნდის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდული შემადგენლობის 18 ფეხბურთელი გაყიდა, მიღებული ფულით კი 10 თხა შეიძინა.
ახლა კლუბი თხის რძის გაყიდვით დამატებითი ფინანსების მოზიდვას გეგმავს. პირველ წელს "გიულსპორის" მესვეურები დაახლოებით 700 ევროს მიღებას ვარაუდობენ. თხის რძის გაყიდვისგან შემოსული ფული "გიულსპორის" საჭიროებებს მოხმარდება.
"გიულსპორის" პრეზიდენტის ქენან ბიუქლებების თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
"ჩვენ მეტი შემოსავალი გვექნება. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდით და ქვეყნის წარმოებაშის მცირე წვლილი შევიტანეთ. გეგმის მიხედვით, 6 წლის შემდეგ ჩვენ უკვე 140 თხა გვეყოლება", - განაცხადა ბიუქლებებმა.
კომენტარები
17-10-2024 13:32
162
„ვარჯიშიდან რომ მოვალ, გამოიქცევა ჩამეხუტება, მკოცნის, მომენატრე, რა მომიტანეო…“ – ბუდუ ზივზივაძე შვილზე
ვრცლად
17-10-2024 13:14
209
ცნობილია საქართველოს მეტოქე ევროპის 21 წლამდელთა შესარჩევის პლეი ოფში
ვრცლად
16-10-2024 17:30
191
UEFA-მ ალბანეთის ნაკრები 41,250 ევროთი დააჯარიმა - მიზეზი საქართველოს ჰიმნის დროს ალბანელი გულშემატკივრის სტვენა გახდა
ვრცლად
15-10-2024 23:13
639
"მსაჯი შოკშია ქართველის სილამაზით" - ვინ არის ქართველი მკლავჭიდელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯი გააოცა
ვრცლად