"მსაჯი შოკშია ქართველის სილამაზით" - ამ წარწერით მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, მოლდოვაში გადაღებულ ვიდეოს აუცილებლად ნახავდით, თუ სოციალურ ქსელში ერთხელ მაინც შეხვიდოდით. ვიდეო მსოფლიომ აიტაცა და დიდი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა... ვიდეოში აღბეჭდილი ქართველი მკლავჭიდელი 30 წლის ხატია ვიბლიანი გახლავთ...
- საერთოდ, სპორტით ბავშვობიდანვე ვარ დაკავებული. დღესდღეობით, ფიტნესინსტრუქტორი ვარ. ცოტა ხანია, რაც მკლავჭიდში ვარჯიში დავიწყე. სპორტის ამ სახეობასთან შეხება ბავშვობაშიც მქონდა, რადგან მამა მკლავჭიდელია - ახალგაზრდობაში კარგი შედეგები ჰქონდა... ბავშვობაში მამა მავარჯიშებდა, თუმცა ჩემი მიზანი მკლავჭიდელობა არ ყოფილა. უბრალოდ, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, გენებმა მაინც თავისი ქნა და გადავწყვიტე, სპორტის ამ სახეობით დავკავებულიყავი. ბევრისგან მესმოდა, რომ ამისთვის რესურსი, შესაძლებლობა მქონდა... 4-5 თვეა, ინტენსიურად ვვარჯიშობ, სპორტს პროფესიონალურად მივყვები. ჩემთვის ეს რთული არ ყოფილა. მართალია, წლების წინ მკლავჭიდთან შეხება მქონდა, თუმცა ბევრი რამ არ ვიცოდი: ტექნიკა, მაგიდასთან დგომა და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალი... მკლავჭიდი ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს... ეს სპორტის მარტივი სახეობა არ არის, რომ ვინმეს დაძალებით ან ხათრით კარგი შედეგი "დადო" - ეს სფერო უნდა გიყვარდეს.
სრულად ნახვა
"მსაჯი შოკშია ქართველის სილამაზით" - ვინ არის ქართველი მკლავჭიდელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯი გააოცა
15-10-2024, 23:13
კომენტარები
17-10-2024 13:32
162
„ვარჯიშიდან რომ მოვალ, გამოიქცევა ჩამეხუტება, მკოცნის, მომენატრე, რა მომიტანეო…“ – ბუდუ ზივზივაძე შვილზე
ვრცლად
17-10-2024 13:14
209
ცნობილია საქართველოს მეტოქე ევროპის 21 წლამდელთა შესარჩევის პლეი ოფში
ვრცლად
16-10-2024 17:30
191
UEFA-მ ალბანეთის ნაკრები 41,250 ევროთი დააჯარიმა - მიზეზი საქართველოს ჰიმნის დროს ალბანელი გულშემატკივრის სტვენა გახდა
ვრცლად
15-10-2024 23:13
639
"მსაჯი შოკშია ქართველის სილამაზით" - ვინ არის ქართველი მკლავჭიდელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯი გააოცა
ვრცლად