დღის ახალი ამბები

სამი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი

სამი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი
10-07-2024, 10:55



საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად წარმატებული გამოდგა, ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელებმა თავისი მაღალი კლასი და პროფესიონალიზმი ნამდვილად დაამტკიცეს და მათ მიმართაც ინტერესი ერთი ათმაგად გაიზარდა.

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ევროპის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების კონტრაქტები თავიან ამჟამინდელ ან ახალ გუნდებში გაუმჯობესდება. დღეის მონაცემებით კი სამი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე არიან.

1. ხვიჩა კვარაცხელია – 1.920.000 ევრო წელიწადში

2. გიორგი მამარდაშვილი – 1.500.000 ევრო წელიწადში

3. გიორგი მიქაუტაძე – 1.040.000 ევრო წელიწადში

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას კვარაცხელიასთან უკეთეს კონტრაქტსა და პირობებზე,ბოლო ინფორმაციით გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულს "ვალენსიას" დატოვებს და ახალ გუნდში მისი ხელფასი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასევე გიორგი მიქაუტაძე დიდი ალბათობით შემდეგ სეზონიდან "მონაკოს" მაისურით შეუტევს და ისიც გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.





მამარდა მიქაუტაძე კვარა კვარაცხელია
გაზიარება
მოინახულეს 9 377-ჯერ
კომენტარები
რეკლამა