დღის ახალი ამბები

"მას ფეხები არ უკანკალებს" - იტალიური მედია საბა გოგლიჩიძეს აქებს!

"მას ფეხები არ უკანკალებს" - იტალიური მედია საბა გოგლიჩიძეს აქებს!
Yesterday, 09:26

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ნაპოლიმ ემპოლი სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1:0 დაამარცხა.


ტოსკანელთა რიგებში 78 წუთი ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, რომელსაც შეცდომა პრაქტიკულად არ დაუშვია და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


Tuttomercatoweb – 6 ქულა: "მშვენიერი დაპირისპირება თანამემამულე კვარაცხელიასთან და როდესაც მის წინაშე ერთი-ერთზე იყო, ფეხები საერთოდ არ უკანკალებდა".


Calciomercato – 6 ქულა: "თანამემამულე კვარაცხელიას შეჩერების დავალებას თავი კარგად გაართვა, საერთო ჯამში ის შეზღუდა".

La Repubblica – 6 ქულა: "კონცენტრირებული იყო და თავის ზონაში ძალიან ცოტა ხიფათი გაუშვა".


Fantacalcio – 6 ქულა: "კვარაცხელიას წინააღმდეგ თითქმის არასდროს ჰქონია პრობლემა და მეტოქის საჯარიმოშიც სახიფათო იყო".


Pianetaempoli - 6.5 ქულა: "კვარაცხელიას განსაკუთრებით პირველ ტაიმში აჯობა, რომელსაც ნიჭის გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა".


წყარო: europop.ge



საბა გოგლიჩიძე გოგლიჩიძე ემპოლი ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელია saba goglichidze
გაზიარება
მოინახულეს 270-ჯერ
კომენტარები
რეკლამა