დღის ახალი ამბები

იურგენ კლოპი "რეალში" რეალური ხდება

იურგენ კლოპი  "რეალში" რეალური ხდება


15-01-2026, 18:20

იურგენ კლოპი სერიოზულად განიხილავს სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალმა“ ზაფხულისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, – ინფორმაციას „სკაი სპორტსის“ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბურგი ავრცელებს.


როგორც პლეტენბურგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, გერმანელ სპეციალისტს მადრიდის „რეალში“ მუშაობის იდეა ყოველთვის ხიბლავდა.


ჟურნალისტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპი ამჟამად „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულებას ხელმძღვანელობს და თავს კარგად გრძნობს, ორ პროექტში – მადრიდის „რეალში“ ან გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას დათანხმდებოდა.


58 წლის გერმანელი სპეციალისტი ბოლოს „ლივერპულს“ წვრთნიდა და პოსტი 2024 წლის ზაფხულში დატოვა. მასთან ერთად გუნდმა ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.


რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, გუნდს დროებით ალვარო არბელოა ავარჯიშებს და, ესპანური მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გუნდში ახალი მწვრთნელი ზაფხულში დაინიშნება.


წყარო: 1tv.ge-SPORT




  • იურგენ კლოპი, კლოპი, რეალი, მადრიდის რეალი
    გაზიარება
    მოინახულეს 573-ჯერ
    რეკლამა